მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება ლიტერატურული საღამო - "მე მაინც მიყვარს ის სასწაული".
საღამო დათა გულუას პოეზიას მიეძღვნება.
დათა გულუა 18 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ გამოიცა კრებულები "დავბრუნდი თქვენთან" (2004 წ.) და "მე მაინც მიყვარს ის სასწაული, თეთრი კვიცივით უცებ რომ გარბის" (2009წ).
გულუას პოეზია ითარგმნა დანიაში, შვედეთში, ესტონეთში, ბულგარეთსა და რუსეთში.
2009 წლის აგვისტოში მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო ფესტივალზე მას მიენიჭა ოქროს მედალი - "სიტყვიერების დიდოსტატს" - მაღალი პროფესიონალიზმის, ლიტერატურისა და ნაციონალური კულტურის განვითარებისა და წინსვლის საქმეში შეტანილი წვლილისათვის. მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მისი ლექსები "ქართული პოეზიის ანთოლოგიაში" შეიტანეს.
პოეზიის საღამო პროექტის - "Aღთ-ექსპერიმენტების" ფარგლებში გაიმართება.