დუშეთის რაიონის სოფელ ცივწყაროსთან ავტოავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. თბილისისკენ მოძრავი "ოპელის" მარკის ავტომობილი ფასანაურის მიმართულებით მიმავალ სატვირთოს შეეჯახა. გარდაცვლილებიდან ორი მამაკაცი და ორი ქალია.
ავარიის შედეგად მსუბუქი ავტომანქანა იმდენად დაზიანდა, რომ ცხედრების გადმოყვანას 3 საათი დასჭორდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. თვითმხილველების ცნობით, "ოპელი" საპირისპირო მხარეს გადავიდა, რასაც შეჯახება მოჰყვა.
ავარიის მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება