ჩარლი ჩაპლინის კუთვნილი ქუდი და ტროსტი ლოს-ანჟელესში Bonhams-ის აუქციონზე 62 ათას აშშ დოოლარად გაიყიდა. ორაგანიზატორები ლოტებში 40-დან 60 ათას აშშ დოლარამდე მიღებას ვარაუდობდნენ და შედეგებით ფრიად კმაყოფილნი დარჩნენ.
აუციონზე ასევე გაიყიდა ჯონ ლენონის წერილი, რომელიც მან 1960 წელს დაწერა. წერილში გადახდილი თანხის ოდენობა ამ დრომდე არ გახმაურებულა.
სერ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი, უმც. ინგლისელი კომედიური მსახიობი,დაიბადა 1989 წელს. იგი ჰოლივუდის კინემატოგრაფიის ადრეულ-შუა პერიოდში ყველაზე განთქმული შემსრულებელი, ასევე რეჟისორი გახდა.
ჩაპლინი იყენებდა მიმიკურ და იმპროვიზირებულ მსახიობურ ხერხებს. სწორედ ასე შევიდა იგი წარმატებით ახალ, ხმოვანი ფილმების ეპოქაში. ჩაპლინის ყველაზე ცნობილი პერსონაჟია მაწანწალა, რომელიც მან პირველად განასახიერა "კისტოუნის" ფილმში "საბავშვო ავტორბოლა ვენეციაში", 1914 წელს.
1914 წლის აპრილიდან, მოკლემეტრაჟიანი ფილმის, "ოცწუთიანი სიყვარულიდან", მოყოლებული, ჩარლი ჩაპლინმა თვითონ დაიწყო ფილმებისთვის სცენარის დაწერა, ასევე თვითონვე უწევდა ფილმს რეჟისორობას, 1916 წლიდან პროდიუსერობაც ითავა, ხოლო 1918 წელს მის ფილმებში თავისი შექმნილი კომპოზიციებიც გამოჩნდა. 1919 წელს, დუგლას ფერბენკსის, მერი პიკფორდისა და დ.უ. გრიფიტის დახმარებით დააარსა კინოსტუდია "უნაიტედ არტისტსი".
მისი შემოქმედებითი გზა მოიცავს 75 წელს.
ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი 1977 წელს გარადიცვალა.