World Gold Council-მა მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, მიმდინარე კვარტალში ოქროზე მოთხოვნა წინა კვარტალთან შედარებით 10 %-ით, 1084,6 ტონით, გაიზარდა. თუმცა სტატისტიკური ინფორმაციით ირკვევა, რომ მიმდინარე პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა 11 %-ითაა შემცირებული.
ოქროს ძირითად მომხმარებლებად რჩებიან საიუველირო ინდუსტრია და მრეწველობა, რომლებზეც ოქროზე არსებული მოთხოვნის 50 %-ი მოდის.
აღნიშნული მაჩვენებელი 3 %-ით ნაკლებია, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით.