რკინიგზის საავადმყოფოში თვითნებურად შესახლებულმა სოციალურად დაუცველებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ამ დრომდე საცხოვრებელი ფართების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით რეალური პასუხი არ მიუღიათ.
სოციალურად დაუცველები მიხეილ სააკაშვილისგან სათანადო რეაგირებასა და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან აქციების გამართვას გეგმავენ.