შოთა ხიზანიშვილისა და ვაჟა ლილუაშვილის ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ სააპელაციო სასამართლოში 48 საათში გაასაჩივრებენ.
,, მიუხედავად ჩვენი არგუმენტებისა სასმართლომ პატიმრობა შეუფარდა შოთა ხიზანიშვილს. ჩვენ ვთვლით, რომ გასაჩივრების საფუძველი გვაქვს და ამიტომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას 48 საათში სააპელაციო სასმართლოში გავასაჩივრებთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან შოთა ხიზანიშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილსა და ვაჟა ლილუაშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს გადახდას ხიზანიშვილის შემთხვევაში 20 000 ლარს, ხოლო ლილუაშვილის შემთხვევაში 10 000 ლარს ითხოვდა. ამასთნ შოთა ხიზანიშვილს თავდებში თბილის მერი გიგი უგულავა უდგებოდა.