მსახიობ გიორგი ფოჩხუას ოჯახი ხვალ 19 ნოემბერს საქართველოს პროკურატურაში საქმის ხელმეორედ გამოძიების მოთხოვნით განცხადებას შეიტანს, _ აღნიშნულის შესხებ ჟურნალისტებთან გიორგი ფოჩხუას დამ ელენე ფოჩხუამ განაცხადა.
მისი თქმით, მკვლელობის ბევრი დეტალი გაურკვეველია, რის გამოც ფოჩხუების ოჯახი საქართველოს მთავარ პროკურორს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვს.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის შალვა დადიანის დრამატული თეატრის რეჟისორი და მსახიობი გიორგი ფოჩხუა ანაკლიაში 14 აგვისტოს მოკლული იპვეს. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბექა ცობეხია დააკავეს. ცობეხიასთან ერთად, დაკავებულია ნიკოლოზ ბაძაღუაც, რომელსაც გამოძიება დანაშაულის დაფარვისთვის ედავება. მომხდართან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლითაა აღძრული.