,,შოთა ხიზანიშვილისთვის წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილია", -განაცხადა ჟურნალისტებთან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გიგი უგულავამ, რომელიც მის მოადგილეს შოთა ხიზანიშვილს თავდებში უდგებოდა.
,,თვითონ საქმე არის პირადად ივანიშვილის მიერ ინიცირებული, როგორც ჩანს ის ცდილობს, ნამუსი მოიწმინდოს და თავის კოლეგებს დაუმტკიცოს, რომ ის მათ არ უსმენს. Mმის კოლეგებს მინდა შევახსენო, დაგუგლონ ,,რასისკი კრედიტი" და ამოუგებს უამრავ მაგალითს, მისი მართვის მეთოდი იყო მოსმენა, ერთმანეთის ჩაშვება და თანამშრომლების კინკლაობა. დღეს პრემიერ-მინისტრია და ამიტომ ცდილობს ნამუსი მოიწმინდოს, თუმცა საქმე არსებითად განხილვაში 2-3 თვეში წავა, ნათელი უნდა მოეფინოს ყველაფერს ამის წინააღმდეგი არავინ არ არის", _განაცხადა ჟურნალისტებთან უგულავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ შოთა ხიზანიშვილისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს არანაირი საფუძველი არ ჰქონდა და მის მიმართ წაყენებული ყველა ბრალდება შეთითხნილია.
შეგახსენებთ, რომ შოთა ხიზანიშვილს საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. პროცესზე დაცვის მხარე პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს გადახდას 20 000 ლარს, ითხოვდა. ამასთნ შოთა ხიზანიშვილს თავდებში თბილის მერი გიგი უგულავა უდგებოდა.