საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვასილ ჯამალაშვილის, ლევან ქარდავასა და გიორგი ყავლაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ვასილ ჯამალაშვილის, ლევან ქარდავასა და გიორგი ყავლაშვილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან ქარდავას აღკვეთი ღონისძიების სახით დაპატიმრება შეუფარდა და ვაპირებთ, აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, კანონით დადგენილ 48 საათში, სააპელაციო წესით", _ განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან ქარდავას ადვოკატმა კობა შონიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ლევან ქარდავას ბრალი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. ხოლო ვასილ ჯამალაშვილს ბრალი უკანონო მოსმენებში,რაც შეეხება გიორგი ყავლაშვილს ის პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილითა და 333 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დააკავა.