თბილისის მერის მოადგილეს, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს.
სასამართლო ბრალის წარდგენიდან 24-საათიან ვადაში უნდა გაიმართოს.