ირანის თავდაცვის მინისტრი გენერალი ახმად ვახიდი მთელს მუსულმანურ სამყაროს ისრაელის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებს. ვაჰიდი მოუწოდებს ყველა მუსულმანს "სიონისტ აგრესორს" ჯეროვანი პასუხი გასცენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "ირნა" ავრცელებს.
"მხოლოდ ერთობლივი მოქმედებებით შევძლებთ ჩვენ დამნაშავეობრივი სიონისტური რეჟიმის" შეჩერებას.
შეგახსნებთ, რომ ისრაელის არმიამ წუხელ, ღაზას სექტორის ტერიტორიაზე 186 ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის შენობაზე სადაც განთავსებულია ისმაილ ხანიის მთავრობა.
ცეცხლის გახსნის შედეგად შენობა მთლიანად განადგურდა. თავად ისმაილ ჰანია იმ მომენტისათვის შენობაში არ იმყოფებოდა.
ცნობილია ასევე რომ იერიშის შედეგად "ჰამასის" წინააღმდეგობის ფრთის ორი მეთაურია დაღუპული.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისრაელის საჰარეო სამხედრო ძალებმა გაანადგურს ოთხი საკვანძო ტრანსფორმატორი, რომელთა გათიშვის შედეგად ელექტტროენერგიის გარეშე დარჩენილია 400 000 ადამიანი. ავიაიერიშის შედეგად ასევე დაზიანებულია ღაზას პოლიციის შენობა და "ჰამასის" ერთ -ერთი მაღალჩინოსანი წარმომადგენლის საცხოვრებელი სახლი.
მთლიანობაში ღაზარ სექტორში დაწყვებული ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 30 პალესტინელიდა დაჭრილია 300-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაული მედია ავრცელებს.