საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს შედგება.
ფანჯიკიძემ ეს განცხადება ფილიპ გორდონთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, საქართველოში ვიზიტით იმყოფება. ის უკვე შეხვდა ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.