საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ქრთამის აღების ფაქტზე, დაკავებულია ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მთავარი სპეციალისტი ლევან მეტრეველი.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულებრივად გაურიგდა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ფირმის დირექტორს და მას ქრთამის სახით გამოართვა 3 000 ლარის ოდენობის თანხა, რის სანაცვლოდაც დაპირდა, რომ შესაბამის დოკუმენტებში გაზრდიდა შესრულებული სამუშაოების მოცულობას, ასევე, მწვანე თარგებიდან სტრუქტურა დარღვეული ნიადაგის ფენების მოშორებისა და ნოყიერი ფენებით ნიადაგის შევსების სამუშაოებს შესრულებულად ჩაიბარებდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.