განათლების მინისტრის ნიკა გვარამიას მტკიცებით, თეა თუთბერიძე მისი უწყების ოფიციალური თანამშრომელი არ არის.
"განათლების სამინისტროში თეა თუთბერიძე ოფიციალური თანამდებობის პირი არ არის და არც ყოფილა. აქედან გამომდინარე, თუთბერიძის თანამდებობისთვის შეუსაბამობაზე მე ვერ ვიმსჯელებ. როგორც ჩემთვისაა ცნობილი ის არის განათლების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი", - განუცხადა გვარამიამ ჟურნალისტებს ჯონდი ბაღათურიას მოთხოვნაზე კომენტირებისას დაუყონებლივ მოხდეს თეა თუთბერიძის თანამდებობიდან გათავისუფლება, რომელიც მას განათლების სამინისტროში უჭირავს.
აღნიშნულის კონტექსტში განათლების მინისტრი დეპუტატს განუმარტავს, რომ ოფიციალურ უწყებას თანამდებობიდან არასამთავრობო ორგანიზაციის წევრის არც დანიშვნის და არც გათავისუფლების უფლება არ აქვთ.
"ბაღათურიას უნდა ესმოდეს, რომ ოფიციალურ უწყებას არ აქვს უფლება ასეთი ადამიანები ან დანიშნოს ან მოხსნას თანამდებობიდან", - განმარტა გვარამიამ.