საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენებულია. ღია კენჭისყრით, 22 დეპუტატიდან 12-მა ნოდარ აბჟანდაძის გათავისუფლებას მხარი დაუჭირა.საკრებულოში "ნაცმოძრაობის" ფრაქციის რვა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადაყენების შესახებ ინიციატივა კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ დეპუტატებს ეკუთვნოდათ. ისინი ნოდარ აბჟანდაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ.
თავად აბჟანდაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის პოლიტიკური მოტივებით გადააყენეს.
კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერი დეპუტატები საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მათთვის სასურველი კანდიდატის დასახელებას გეგმავენ.