ქვეყანას, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და ამავდროულად ხორციელდებოდეს ისეთი ტიპის ცვლილებები, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა და თავისუფალი მედიის გაუქმება, ამას აუცილებლად ექნება პასუხი დასავლეთის მხრიდან .”- განაცხადა “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა
“ოცნებას” თუ ჰგონია, რომ ვინმე ვერ მიხვდება თუნდაც საქართველოში ან ქვეყნის გარეთ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში “ოცნების” დეკლარირებულ განზრახვას ქვეყანაში არ არსებობდეს თავისუფალი მედია, თუნდაც ამას აკეთებდნენ ირიბი, შემოვლითი გზებით და არა პირდაპირი რადიკალური ჩარევით. ყველას ძალიან კარგად ესმის და მას მერე, რაც მოქმედებაში და სისრულეში მოიყვანენ თავის გეგმას თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ საბოლოოდ გააფორმონ დიქტატურა და ევროპის კანდიდატის სტატუსი რომ აქვს ქვეყანას და
იმავდროულად ახორციელებს ისეთი ტიპის ცვლილებების, როგორიცაა პოლიტიკური პარტიების, თავისუფალი მედიის აკრძალა, ამას მოჰყვება პასუხი დასავლეთის მხრიდან, განსაკუთრებით თავისუფალი მედიის აკრძალვასთან დაკავშირებით.” - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.