სამშაბათს დილით რუსმა ოკუპანტებმა სუმზე თავდასხმა განახორციელეს, თავდაპირველად შორი მოქმედების ზალპური რაკეტებით, რასაც მსხვერპლი და დაშავებულები მოჰყვა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა თავდასხმას და აღნიშნა, რომ რუსებმა ქალაქს სარაკეტო არტილერიით შეუტიეს.
„რუსებმა მხეცური იერიში მიიტანეს სუმზე. ჩვეულებრივ ქალაქზე, ჩვეულებრივ ქუჩებზე - სარაკეტო არტილერიით. აბსოლუტურად მიზანმიმართული თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე“, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
„ბევრი დაჭრილია. ამ დროისთვის ცნობილია სამი ადამიანის დაღუპვის შესახებ. პრეზიდენტმა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა. მისი თქმით, ყველა სამსახური ჩართულია დაზარალებულების დასახმარებლად.
„ჩვენ ვიცით, სულ მცირე, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ერთი ჭურვის შესახებ, რომელიც არ აფეთქებულა. ამ ჭურვმა მე-9 სართულზე მდებარე ჩვეულებრივი ბინის ოთახის კედელი გახვრიტა. ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ რუსეთის „სურვილის“ შესახებ, დაასრულოს ეს ომი“, - წერს ზელენსკი.
ბოლო მონაცემებით, დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულთა შორის არის 17 წლის მოზარდი.