.,,ჩვენი მიზანია, ახალია იყოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად დაცული", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბაჩანა ახალაიას #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის კომენტირებისას.
წულუკიანის განაცხადებით, #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრის უსაფრთხოება მეტად იქნება დაცული.
,,ჩემთვის, როგორც ცნობილია, გადამოწმებული ფაქტებზე დაყრდნობით, შემოძლია ვთქვა, რომ ბაჩო ახალაიას გადაყვანა A#7 დაწესებულებაში მოხდა მისი უსაფრთხოების უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისთვის. Aამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი ემთხვევა ოჯახის მიზანს და არა პირიქით. ჩვენი მიზანია, ახალია იყოს ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად დაცული", _ განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაია გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის # 7 დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც სასჯელს კანონიერი ქურდები იხდიან . ,,ნაციონალების" განაცხადებით შსს ყოფილ მინისტრის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება