იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ გამორიცხავს, რომ ყოფილი იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიკვეთოს.
წულუკიანის განცხადებით, იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურაში ბევრი განცხადებები შედის, სადაც ზურაბ ადეიშვილის სახელი ფიგურირებს.
,,არის ბევრი ინფორმაცია არა მხოლოდ ადეიშვილზე, არამედ სხვადასხვა ადამიანებზე, მინისტრები არ არის მხოლოდ აუცილებელი. ძალიან დიდი ინფორმაცია მოდის ოქტომბრის თვიდან მოყოლებული, როგორც მთავარ პროკურატურაში, ასევე საკუთრივ იუსტიციის მინისტრის სახელზე. Eეს ინფორმაციები შესწავლას საჭიროებს და ხშირ შემთხვევაში ზურაბ ადეიშვილის გვარიც ფიგურირებს სხვადასხვა საჩივარში, თუ განცხადებაში", _განაცხადა ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმა.