17-საათიანი დაკითხვის შემდეგ მთავარმა პორკურატურამ კუდი-სა და სოდ-ის მაღალჩინოსნების დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. 5 დაკავებულს შორის არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი ლევან ქარდავა და ამავე უწყების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გიორგი ყავლაშვილი.
ქარდავას 143-ე და 333-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი, რომელიც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ადვოკატების ინორმაციით, საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას უკანონო დაკავების ფაქტზე.
ლევან ქარდავას ადვოკატის, კახა შონიას განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს - 143-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს და 333-ე მუხლით - უფლებამოსილების გადამეტება. ამ შემთხვევაში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრ ბესიკ სურმავას გატაცებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაზე.
რაც შეეხება გიორგი ყავლაშვილს, მას არჩევნების წინა პერიოდში ტერმინალზე "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ქონების დაზიანებაში ადანაშაულებენ. ბრალდებაში ფიგურირებს უფლებამოსილების გადაჭარბება, რომელიც 3 წლამდე პატიმრომას ითვალლისწინებს.
როგორც ყავლაშვილის ადვოკატმა დავით ხაჟალიამ აღნიშნა, ყავლაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განადგურებას გულისხმობს და დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გარდა ამისა, მას ბრალი წარედგინა 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს და ასევე 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმე ეხება "ქართუ ჯგუფის" კუთვნილი ტვირთის დაზიანებას ტერმინალზე.
სოდ-ისა და კუდ-ის მაღალჩინოსნების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში 14 ნოემბერს, 13.00 საათიდან მიმდინარეობდა და დღეს გამთენიისას 6 საათზე დასრულდა. დაკითხვას შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი დაესწრნენ.