ვიდრე საქართველო რუსეთის პროტექტორატის მიღმაა, კავკასია არ დაწყნარდება, - აცხადებს რუსი პუბლიცისტი, ტელეჟურნალისტი და ანალიტიკოსი მიხეილ ლეონტიევი "კავკასიური პოლიტიკისათვის მიცემულ" ინტერვიუში.
"კავკასიის ბედი, უმეტესწილად, სწორედ საქართველოს ბედით განისაზღვრება, იმიტომ, რომ კავკასიის მთელი დესტაბილიზება საქართველოს დესტაბილიზაციასთანაა კავშირში. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს წასვლით რუსეთის პოლიტიკური სივრციდან. რელურად, კავკასიაში ვერაფერს გააკეთებ, ვიდრე საქართველო რუსეთის პროტექტორატის მიღმა იმყოფება. ვიდრე საქართველო ჩვენთან საერთო სივრცეში არ იმყოფება, კავკასია არ დალაგდება", - აცხადებს ლეონტიევი.