რუსი პუბლიცისტი, ტელეჟურნალისტი და ანალიტიკოსი მიხეილ ლეონტიევი "კავკასიური პოლიტიკისთვის მიცემულ" ინტერვიუში აცხადებს, რომ "ივანიშვილის აღზევება საქართველოში - აშშ-სა და რუსეთს შორის არსებული გარიგების შედეგია".
მისი თქმით, აშშ-მ და რუსეთმა უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები სხვადასხვა საკითხზე. პირველ შემდგარ გარიგებად ამ ორ ქვეყანას შორის ლეონტიევი საქართველოს ასახელებს.
"სახეზეა ერთი შემდგარი გარიგება რუსეთსა და აშშ-ს შორის ისეთ საკითხზე, რომელიც "მოულაპარაკებლად" მიიჩნეოდა აქამდე. ეს საქართველოა. ის, რაც საქართველოში მოხდა, ჩემი აზრით, ცხადი და გონივრულად განხორციელებული რუსულ-ამერიკული გარიგებაა", _ აცხადებს ლეონტიევი და აღნიშნავს, რომ "ობამას ამერიკა საქართველოს თავის პრიორიტეტულ მიმართულებად არ მიიჩნევს".
"მას არ სურს, თითები იმ ღრიჭოში ჰქონდეს ჩადებული, რომელიც ნებისმიერ მომენტში შესაძლოა რუსეთმა მოაწიწკნოს. რა მნიშვნელობა აქვს, საით მიდის ივანიშვილი, მით უფრო, თუ შეთანხმებულია, რა ილაპარაკოს?! ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლის ნება იმიტომ დართეს, რომ ამერიკული თვალსაზრისით კონვენციონალურად მოქცევის პირობა დადო, მით უფრო, რომ ამერიკელები არასოდეს დაუშვებდნენ იმას, რომ მისი მოსვლა და სააკაშვილის წასვლა ამერიკის დამარცხებად განხილულიყო", _ აცხადებს ლეონტიევი და აღნიშმნავს, რომ დიდი კითხვაა - ნიშნავს თუ არა ივანიშვილის მოსვლა საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებას.
"გააჩნია, რაზე მოლპარაკეს. გაუგებარია, თუ კონკრეტულად რა ტექნიკური მიზანი აქვს რუსეთს. თუმცა მიმაჩნია, რომ საუბარი მიდის კომპრომისზე - ივანიშვილი დეკლარირებს თავის პროდასავლურ ორიენტაციას და ამასთან ერთად ალაგებს ურთიერთობებს რუსეთთან ", - აცხადებს ლეონტიევი.