"გენერალურ მდივანს შევთავაზე, დაკავებებთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალეობისთვის, ნებისმიერი ფორმით მიეღოთ მონაწილეობა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ და აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ორივე მხარემ მწუხარება გამოთქვა.
"ორივე მხარემ მწუხარება გამოვთქვით იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში განვითარდა ბოლო პერიოდში, მხედველობაში მაქვს ის დაპატიმრებები, რომელიც იყო. მე შევთავაზე ბატონ გენერალურ მდივანს, ნებისმიერი ფორმით მიიღონ მონაწილეობა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალე და ყველსთვის გასაგები. ჩვენდა სასიამოვნოდ, ბატონმა გენერალურმა მდივანმა დიდი ნდობა გამოგვიცხადა, ეს საჭიროდ არ მიიჩნია და ჩვენს ყველა ნაბიჯს გაგებითა და ნდობით მოეპყრობა", -განაცხადა ივანიშვილმა
შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბიძინა ივანიშვილი ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა.