,,გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, საქართველოში უახლოე მომავალში ნატოს სამხედო კომიტეტი ჩამოვა, _განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა Aანდრეს ფოგ რასმუსენთან შეხვედრის შემდეგ, რომელმაც აღნიშნა, რომ ნატოს სამხედო კომიტეტი საქართველოში პირადად მოიწვია.
,,ჩვენ დიდი წუხილი გამოვთქვით ნატოს სამხედრო კომიტეტის გადადებასთან დაკავშირებით, რომელის საქართველოში უნდა გამართულიყო. ბატონმა გენერალურმა მდივანმა დამარწმუნა, რომ უახლოეს მომავალში განიხილება და მინისტერიალი აუცილებლად შედგა საქართველოში. მე პირადად დავპატიჟე ჩრდილო ატლანტიკური საბჭო, რომელიც კიდევ უფრო გაამყარებს და დააჩქარებს ჩვენ ინტეგრაციას ნატოში და ჩვენთვის საინტერესო იქნება ", -განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი გადაიდო.