ცნობილი ინდოელი მორბენალი ქალი პინკი პრამანიკი მამაკაცი აღმოჩნდა. ამის შესახებ სამედიცინო კომისიამ განაცხადა, რომელმაც სპორტსმენი გასინჯა. გასინჯვის საბაბი ერთი ქალბატონის განცხადება გახდა, რომელმაც პოლიციას შეატყობინა, რომ მორბენალმა იგი გააუპატიურა. აღნიშნულის შემდეგ სამართალდამცავებმა პრამანიკი დააკავეს და სამედიცინო კომისიაზე გააგზავნეს.
მედიის ინფორმაციით, დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი არა მხოლოდ გააუპატიურეს, არამედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ ნებაყოფილობით, რამდენიმე თვე, ცხოვრობდა მორბენალთან.
გასინჯვების რამდენიმე სეანსის შემდეგ, რომელიც მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო, სამედიცინო კომისიამ გამოტანა სენსაციური დასკვნა: პრამანიკი ქალი არაა. აღნიშნულის შედეგად პოლიციამ მას ოფიციალურად წაუყენა ბრალი. თავად მორბენალი ყველაფერს უარყოფს და აცხადებს, რომ შეთქმულების მსხვერპლია.
პანკი პრამანიკი - ახლო წარსულში ცნობილი ინდოელი მძლეოსანი, რომელსაც არაერთი წარმატება აქვს 400 და 800 მეტრ დისტაციაზე სირბილში. მან ამ დისტაციებზე 2006 წელს სამხრეთ აზიის თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა, ასევე გაიმარჯვა არაერთ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. 2007 წელს მან ფეხის მძიმე ტრამვა მიიღო, 2010 წელს კი სპორტულ კარიერას თავი დაანება.
თუ მას ბრალი დაუმტკიცდება ყველა მედალსა და პრიზს ჩამოართმევენ.
უნდა აღინიშნოს, სპეციალისტება სამხრეთ აფრიკელ სპორტსმენის კასტერ სემენიას სქესშიც ეჭვი შეიტანეს. მან 2009 წელს მსოფლიო ჩამპიონატი მოიგო. სპეციალისტებმა მიიჩნიეს რომ მას ვიწრო თეძოები და განიერი მხრები ჰქონდა. კასტერი იძულებული გახდა განდერული ტესტი გაევლო და ერთი წლის განმავლობაში შეჯიბრებეში არ მონაწილეობდა. იგი სპორტს 2010 წელს დაუბრუნდა. ტესტმა დაადასტურა, რომ, კასტერ სემენია ნამდვილად ქალი იყო.