თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება, - აცხადებს გაზეთ "ქართული სიტყვასთან" ინტერვიუში "უფლებადამცველთა გაერთიანების~ ხელმძღვანელი ნიკოლოზ მჟავანაძე.
მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ბაჩო ახალაიას დაჰპირდა, რომ "მთელ მსოფლიოს შეძრავდნენ", თუმცა მჟავანაძე მიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობას~ გასაპიარებლად რესურსი არ აქვს.
"ვიღაცას ჰგონია, რომ ბაჩო ახალაიამ დიდი ვაჟკაცობა გამოიჩინა, მაგრამ უამრავი ადამიანი გაამწარა და მისთვის ყველაზე უსაფრთხო ადგილი ციხეა, თან როგორც ვიცი, `ნაციონალები~ დაპირდნენ, გაგაპიარებთ და მთელ მსოფლიოს შევძრავთო, მაგრამ `ნაცმოძრაობას~ გასაპიარებლად რესურსი არ აქვს. ამიტომ, თუკი სააკაშვილი დაპირებას ვერ შეუსრულებს, ბაჩო ახალაია ალაპარაკდება! სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ სასამართლოსა და, საერთოდ, ყველა უწყებაში მტკიცებულებები ნადგურდება და იმედი აქვთ, რომ ახალაიას დანაშაული არ დაუმტკიცდება! ისე, დარწმუნებული ვარ, რომ ბაჩო ახალაიას ციხეში ხელს არავინ დააკარებს", - აცხადებს მჟავანაძე.