ხვალ, 14 ნოემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 10 დღით ჩეხეთში მიემგზავრება, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ეს" საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს.
საპატრიარქოს ინფორმაციით, უწმინდესი ჩეხეთში ხვალ, 11:00 საათზე ჩარტერული რეისით გაფრინდება. პატრიარქი კარლოვი ვარში 10 დღით დაისვენებს და საქართველოში 26 ნოემბერს დაბრუნდება.
მათივე ინფორმაციით, უწმინდესი წელიწადში ორჯერ ისვენებს.