დღეს, 14 ნოემბერს, 9:45 საათზე, სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ინიციატივით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნება.
ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს სურსათის უვნებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებას და გამოცდილების გაზიარებას სურსათის მწარმოებლებს შორის ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რასაც შედეგად გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე შესვლა მოჰყვება.
ფორუმს 100-ზე მეტი მონაწილე დაესწრება, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ზურაბ ჩეკურიშვილი. იგი წამყვანი საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი სურსათის მწარმოებელი კომპანიების, საცალო ქსელების, მთავრობის წარმომადგენლებს, კონსულტანტებსა და დარგის ექსპერტებს სიტყვით მიმართავს.