2012 წლის 13 ნოემბერს, სასჯელაღსრულების მე-15 დაწესებულების პატიმარმა დათუნა ღოლიჯაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველოს" ადვოკატებიდან აცნობეს. მათი თქმით, პატიმარი, რომელიც რამდენიმე წელია დაავადებულია უმძიმესი ძვალ-სახსროვანი პათოლოგიით და შესაბამისი მკურნალობისა და მოვლის არარსებობის პირობებში მიჯაჭვულია საწოლს, აპტოროტესტებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღნიშნული გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა ჯანმრთელობის მდგომარეობს გამო განაჩენის აღსრულების გადავადებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდები სამართლიანობისათვის - საქართველოს" ადვოკატები ამ საკითხთან დაკავშრებით ხვალ პრესკონფერენციაზე საგანგებო განცხადებას გაჟღერებენ.
მასალის გამოყენების პირობები