ქვესადგურში "ნავთლუღი-2" სარემონტო სამუშაოების გამო 13 ნოემბერს 10 საათიდან 16 საათამდე სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ), გახოკიძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
13 ნოემბერს 11 საათიდან 15 საათამდე ისნის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის და ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.