,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთულია", _განაცხადა ჟურნალისტებთან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტის ვადამდე ადრე გათავისუფლების კომენტირებისას.
,,პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საკმაოდ რთული, სამ საფეხურიანი, დროში გაწელილი პროცესია. Pპრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიცირებისთვის საჭიროა ხმების რაოდენობის 1/3, ხოლო შემდეგ საჭიროა შესაბამისი დასკვნის მომზადება. საუბარი თუ სისხლის სამართლის დანაშაულზეა დასკვნა უზენაესმა სასამართლომ უნდა მოამზადოს, თუ კონსტიტუციის დარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლომ. Mმომზადებული დასკვნა, კი პარლამენტის უმრავლესობამ უნდა განიხილოს და მას ხმების საკმაოდ მაღალი კოტა დეპუტატების 2/3 სჭირდება", _განაცხადა ჩუგოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოთხოვნას, სახელწოდებით "გადადგეს მიხეილ სააკაშვილი", ხელს კულტურის მოღვაწეები აწერენ. პრეზიდენტის გადადგომას ხელს აწერენ - გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მოცეკვავე ომარ მხეიძე და სხვები.