2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე ჩამოსულ უცხოეთის მოქალაქეთა რაოდენობამ 3 მლნ 648 ათას 274 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 57%-ით აღემატება. 2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, ევროპის ქვეყნებიდან (დსთ-ს ქვეყნების გარეშე) საქართველოში 1 მლნ 457 ათას 4 უცხოეთის მოქალაქე შემოვიდა (შემოსულ მოქალაქეთა 39,9%), რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელზე 98%-ით მეტია.
2012 წლის ათ თვეში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულია 2 021 112 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 55,4%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 37%-ით აღემატება. აღნიშნულ პერიოდში, ამერიკიდან შემოვიდა 29 896 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,8%), რაც 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18%-ით მეტია, აზიის ქვეყნებიდან - 108 920 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 3%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 44%-ით აღემატება, აფრიკიდან - 5 794 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,2%), გასული წლის მაჩვენებეზე 64%-ით მეტი, ახლო აღმოსავლეთიდან - 12 984 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,4%) გასული წლის მაჩვენებელზე, თითქმის 3-ჯერ მეტი, ხოლო დანარჩენი მსოფლიოდან - 12 564 უცხოეთის მოქალაქე (შემოსულ მოქალაქეთა 0,3%), 7-ჯერ მეტი წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
2012 წლის იანვარ-ოქტომბერში, დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა (2 021 112) უდიდესი ნაწილი აზერბაიჯანზე მოდის. კერძოდ, აზერბაიჯანიდან 769 051 ვიზიტორი შემოვიდა (დსთ-ს ქვეყნებიდან შემოსულ მოქალაქეთა 38,1%), რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 32%-ით აღემატება. სომხეთიდან - 719 678 ვიზიტორი (დსთ-ს მოქალაქეთა 35,6%), 26%-ით მეტი, გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.