,,არ ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი გადადგება, რაც არ უნდა ბევრი ხელმოწერა შეაგროვოს არასამთავრობო ორგანიზაციამ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში უფლებადამცველმა ლია მუხაშავრიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ ინიციატივას პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადადგომის შესახებ მხარდაჭერას უცხადებს. როგორც მუხაშავრიამ აღნიშნა, პროცესი დემოკრატიულია და გამოჩნდება, თუ როგორ რეაგირებენ პოლიტიკოსები.
მისვე განცხადებით, არსებული კონსტიტუციით იქნება თუ არა ვადამდე ადრე პრეზიდენტის გადადგომა ქვეყნისთვის სასარგებლო საუბარი ნაადრევია.
,,საქართველოს კონსტიტუცია დიდი აბრაკა-დაბრაა, რომელსაც სერიოზული გადამუშავება სჭირდება. Aამიტომ ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით მსჯელობა იმაზე, რა იქნება ამ ქვეყნისთვის უფრო უპრიანი და კარგი არ ვიცი. მთავარაი პრინციპი არის ის, რომ ხელისუფლება ხალხს ეკუთვნის და მისი ნება უნდა განხორციელდეს და პრეზიდენტი ვალდებულია დაემორჩილოს", -განაცხადა მუხაშავრიამ, რომლმაც აღნიშნა, რომ პროცესი, რომელიც პრეზიდენტის ვადამდე ადრე გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით მიმდინარეობს პლებიცისტთან მიახლოებული პროცედურაა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მუხაშავრიამ განაცხადა პროცესი ინსპირირებულია, რაც კარგი არ არის.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ "ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის" საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. მოთხოვნას, სახელწოდებით "გადადგეს მიხეილ სააკაშვილი", ხელს კულტურის მოღვაწეები აწერენ. პრეზიდენტის გადადგომას ხელს აწერენ - გიგა ლორთქიფანიძე, რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მოცეკვავე ომარ მხეიძე და სხვები.