"საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" საპარტნიორო ფონდიდან" აცნობეს, ფონდის ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. კოვზანაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს მიმდინარე და სამომავლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
შეგახსენებთ, რომ საპარტნიორო ფონდი 2010 წელს დაარსდა. ფონდი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს "მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, ამ კანონით, ფონდის წესდებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
ფონდის მიზნებია: მოგების მიღება და ფინანსური აქტივების ღირებულების გაზრდა; ინვესტიციების მოზიდვა; სამუშაო ადგილების შექმნა; შეფერხებული პროექტების დასრულებისათვის ხელის შეწყობა და ახალი პროექტების შემუშავება ან/და დაფინანსება; განხორციელებულ პროექტებში არსებული თავისი კუთვნილი წილის/აქციების განკარგვა.