დღეს, 9 ნოემბერს, 14:00 საათზე, ლია ზერეკიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" საქართველოს მთავარ პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს. ზერეკიძე მეუღლის - ივერ ზერეკიძის მკვლელობაში ბრალს ყოფილ მაღალჩინოსნებს ასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილი დირექტორს, დავით მარგებაძეს სდებს და გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.
კონსტიტუციის 42 მუხლი, რომელიც იცავს ლია ზერეკიძის ინტერესებს, მიმართავს საქართველოს პროკურატურას, ივერ (მამუკა) ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტზე აწარმოოს ეფექტიანი, ობიექტური და ყოველმხრივი გამოძიება, გამოავლინოს და დასაჯოს აღნიშნულში დამნაშავე პირები.
საქმე ეხება 2011 წლის 16 აგვისტოს, რუსთავის VI საპყრობილის საკანში, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი ივერ ზერეკიძის გარდაცვალების ფაქტს, რისი მიზეზიც, გამოძიების ოფიციალური ვერსიით, დენის დარტყმა გახდა. ოჯახმა თავიდანვე ეჭვის ქვეშ დააყენა გამოძიების ვერსია და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დამოუკიდებელ ექსპერტს მიმართა. ალტერნატიულ დასკვნაში არაფერია ნათქვამი დენის დარტყმის შესახებ, როგორც გარდაცვალების მიზეზზე. მასში აღნიშნულია ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები.
ლია ზერეკიძე საქართველოს პროკურატურისგან მოითხოვს, გამოიძიონ და პასუხისგებაში მიეცეს ივერ ზერეკიძის მკვლელობაში მონაწილე ეჭვმიტანილი, ყოფილი მაღალჩინოსნები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ყოფილი მინისტრი - ხათუნა კალმახელიძე და რუსთავის მე-6 საპატიმროს ყოფილი დირექტორი დავით მარგებაძე, რომელთაც ზერეკიძის დაღუპვის დროს ეკავათ აღნიშნული თანამდებობები.