დღეს, 9 ნოემბერს, ბულგარელ მესაზღვრეთა დელეგაციის წევრები სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) ეწვევიან, შსს საპატრულო პოლიციის სასაზღვრო- სამიგრაციო კონტროლის განყოფილებას "წითელი ხიდი" დაათვალიერებენ, ბულგარელი კოლეგები შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ესტუმრებიან და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნობიან.
საქართველოს სასაზღვრო პოლიციას ბულგარელ მესაზღვრეთა დელეგაცია ეწვია.დელეგაცია საქართველოს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული, საკადრო უზრუნველყოფისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს.
დელეგაცია საქართველოს 10 ნოემბერს დატოვებს.