ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ოპოზციას მოუწოდა, ნუ შექმნიან ილუზიებს საქართველოს ნატოსთან ინტეგტაციასთან დაკავშირებით მისი თქმით, ალიანსთან თანამშრომლობისთვის ყველა მექანიზმი მაქსიმაურად გამოყენებული იქნება
"პრინციპულად მინდა განვაცხადო ჩვენი საქართველოს მოსახლეობის და საზოგადოების საყურადღებოდ, ნუ შეცდებიან იმ ცუდი ტრადიციის გაგრძელებას რასაც ერქვა გადაჭარბებული და მცდარი მოლოდინის შექმნა. ნაადრევია რაიმეზე საუბარი, რადგან კონსულტაციები მიმდინარეობს და კონსულტაციებში ჩვენ, ფაქტობრივად, ორი ოქტომბრიდან ვიყავით ჩართული, როცა განცხადება გაკეთდა, რომ ,,ქართული ოცნება" ჩამოაყალიბებდა ახალ მთავრობას. კონსულტაციები აქტიურად გვაქვს, როგორც ნატოს მაღალი დონის დელეგაციებთან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დიპლომატებთან", _ განაცხადა პეტრიაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ვიზიტი ბრიუსელში.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის კანცელარიაში საქართველოს ნატოში ინტეგრაციის 39-ე კომისიის სხდომა გაიმართა.