საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა, მთავარ პროკურატურასთან, სადაც დაკითხვაზე მყოფი ბაჩო ახალაიას დაკავება მოხდა, განაცხადა, რომ ახალაიას დაკავება უსამართლობაა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ლაპარაკობდნენ, რომ ახალაია არის მკვლელი და ის ხვრეტდა ადამიანებს, ვაშლის თლაზე დაიჭირეს.
"ამ ფაქტმა დაგვანახა, რომ ეს ხალხი არის ძალიან მშიშარა. გუშინ ადამიანი დაბრუნდა საქართველოში. ესენი დაფრთხენ, დაიბნენ. ადამიანი დაიჭირეს ვაშლის თლაზე. ეს პირიქით, ამათ შეუბრუნდებათ. კიდევ ერთხელ საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა. ესენი არიან ძალიან სუსტები და ამ სისტის გამო მალე გატყდებიან", - განაცხადა მინაშვილმა.
ბაჩანა ახალაიას ადვოკატმა დავით დეკანოიძემ, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკითხვას ესწრებოდა განაცხადა, რომ ახალაია თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნისას თანამშრომლების სიტყვიერ შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს. მისივე თქმით, ეკითხებოდნენ კონკრეტულ მომენტში თლიდა თუ არა ვაშლს. დეკანოძის თქმით, ბაჩანა ახალაია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის III ნაწილის საფუძველზე დააკავეს. თუმცა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებული განცხადების თანახმად, გამოძიება 332-ე მუხლით მიმდინარეობს.
შს ყოფილი მინისტრი ბაჩანა ახალაია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დღეს, 20.30 საათზე დაიბარეს. 4-საათიანი დაკითხვის დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს.