არც ერთი მინისტრისა და პოლიტიკური თანამდებობის პირის გადასაწყვეტი არაა, ვინ უნდა მიეცეს პასუხისგებაში, - განაცხადა ჟურნალისტებთან თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბაჩო ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგების საკითხის კომენტირებისას.
"ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიზნად ისახავს, რომ ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი სახელმწიფო შედგეს. სასამართლო არის დამოუკიდებელი, მართლმსაჯულება მალე გახდება სრულად დამოუკიდებელი. აქედან გამომდინარე, არც ერთი მინისტრის ან აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე პოლიტიკური თანამდებობის პირის გადასაწყვეტი არ არის, ვინ მიეცემა პასუხისგებაში და ვინ არა, ეს მართლმსაჯულების გადასაწყვეტია", - განაცხადა ალასანიამ.