80 000 000 ბიძინა ივანიშვილს უნდა დაბრუნებოდა, - განაცხადა ჟურნალისტებთან ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ცაგარეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ე ფული სააკაშვილის მიერ ძალით წართმეული იყო.
,,სააკაშვილის მიერ ივანიშვილისგან 80 მილიონი ძალით, მოროდიორობით წართმეული თანხა იყო, რომელიც არც სააკაშვილს, არც ხელისუფლებას, არც საგადასახადო ორგანოებს არ ეკუთნოდა. Eეს თანხა უნდა დაბრუნებოდა პატრონს ბატონ ივანიშვილს და ახლა ბატონი ივანიშვილი გადაწყვეტს როგორ მოახმაროს და ვის მოახმაროს, ეს მისი პირადი თანხაა", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული კახეთის მოსახლეობისთვის გადარიცხული 80 მილიონი უკან დაიბრუნა.