რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყნის თავდაცვის მინისტრად სერგეი შოიგუ დანიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სერგეი შოიგუსთან შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
"თავდაცვის უწყების ახალ მეთაურად სერგეი შოიგუ დაინიშნა, რომელიც მანამდე მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო", _ იუწყება რუსული მედია.
ამავე დროს, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ანატოლი სერდიუკოვის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ვლადიმერ პუტინმა პირადად მიიღო.
"სერდიუკოვის თანამდებობიდან გათავიუფლების გადაწყვეტილება პირადად პრეზიდენტმა მიიღო", _ განაცხადა პესკოვმა და აღნიშნა, რომ "შოიგუს დანიშვნა თავდაცვის მინისტრად პრეზიდენტმა მთავრობის თავმჯდომარის რეკომენდაციით განახორციელა".