,,ბაჩო ახალაიასა და წინა ხელისუფლებაში მყოფ სხვა პირებს კანონის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევთ", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
,,ბაჩო ახალაიას მიმართ ბევრი კითხვა არსებობს და არა მხოლოდ მის მიმართ, არამედ წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართაც. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართალდამცავები სამართლიან, ობიექტურ ფაქტებს წარუდგენენ მას და სხვა დანარჩენებს და მათ კანონის წინაშე პასუხის გაცემა მოუწევთ", - განაცხადა სესიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალია მზადაა მის მისამართით არსებულ ყველა ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებასთან ითანამშრომლოს.