პროკურატურას ახალაიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება გაუჭირდება, _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ყოფილი პატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარემ ნანა კაკაბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლებას მტკიცებულებების გასანადგურებლად საკმარისი დრო ჰქონდა.
"არსებული ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ აუცილებელია უტყუარი მტკიცებულებების არსებობა. Mმიუხედავად იმისა, რომ ახალაია ყველამ კარგად იცის როგორი შემოქმედი იყო, მაინც უტყუარი მტკიცებულების არსებობა აუცილებელია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კაკაბაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებას შსს ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვება გაუჭირდება.
,,ხელისუფლებას ახალაიას წინააღმდეგ უტყუარი მტკიცებულებების მოპოვება გაუჭირდება, რადგან წინა ხელისუფლებას საკმარისზე დიდი დრო ჰქონდა იმისათვის, რომ მტკიცებულებები გაენადგურებინა", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.
მისვე განცხადებით, ბაჩო ახალია, როგორც კი პროკურატურისგან საფრთხეს იგრძნობს კვლავ გაიქცევა.
"ბაჩო ახალია საფრთხეს ვერ გრძნობს, რადგან პროკურატურა ჯერჯერობით არ ამუშავებულა. Aახალაია როგორც კი იგრძნობს პროკურატურისგან საფრთხეს მაშინვე გაქრება. ახლა თავისი კრიმინალური გუნდის გამაგრებას ცდილობს", -განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნანა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და შსს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალია საქართველოში დაბრუნდა და მზადაა სამართალდამცავებთან ყველანაირი ფორმით ითანამშრომლოს.