აშშ-ის მთავრობის ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაახლოებით 1,4 მილიონი საცხოვრებელი სახლი და ორგანიზაცია ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
გასულ კვირას ქარიშხალ "სენდის" მიერ ენერგო სექტორითვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა.
ძირითადად მძიმე მდგომარეობა ელექტრომომარაგების მხრივ ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის შტატებშია.
ნიუ-იორკის მერის მაიკლ-ბლუმბერგის განცხადებით, სახოვრებელი პირობებით დაკმაყოფილებას საჭიროებს 10 ათასი ადამიანი. 30 ათასს უკვე გამოეყო თავშესაფარი.
მასალის გამოყენების პირობები