ჩემი ამოაცნაა, ვუპასუხო ყველ იმ კითხვას, რომელიც არსებობდა, დაწყებული კორუფციით, დამთავრებული უკანონო ფორმირებებით და სხვა ბრალდებებით, - განაცხადა "რუსთავი-2"-თან საუბარში შსს ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს ყველანაირი ფორმით.
"ამ ხნის განმავლობაში იმდენი ბრალდება გავიგე, რომ რაღაც პერიოდში ლამის მეც დავიჯერე, ისეთი ინტენსივობით იყო. სწორედ ის არის ჩემი ამოცანა, რომ ვუპასუხო ყველ კითხვას, რომელიც არსებობდა, დაწყებული კორუფციით, დამთავრებული უკანონო ფორმირებებით და სხვა ბრალდებებით, რასაც არ უნდა ეხებოდეს, თან ნებისმიერ ფორმატში - იქნება ეს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელზედაც ასე ხმამაღლა ლაპარაკობენ, იქნება პროკურატურა, თუ ნებისმიერი სხვა ფორმატი. მე ქართველ საზოგადოებას მინდა დანამდვილებით ვუთხრა, რომ ეს ყველაფერი აბსურდია და ამაში რეალური არაფერია", - განაცხადა ახალაიამ.