ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს მკაცრი ზომები იქნება გატარებული, _განაცხადა სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გამართულ პრესკონფერენციაზე ქსნისა და რუსთვის ციხეებში მომხდარი ფაქტის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიმშვიდეა.
,,ციხეებში შიგნით, აბსოლუტურად არაფერი არ ხდება გარეთ ხდება ვითარების შეგნებულად დაძაბვა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში მკაცრი რეაქციები არ გაგვეტარებინა, მაგრამ დღეიდან გამოყენებული იქნება ყველა ზომა, რაც კანონითაა გაწერილი", _განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა კანონდამრღვევი პირი დაისჯება.
,,გუშინწინ ციხეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისში, ორთაჭალის #1 დაწესებულებაში აღიძრა საქმე ექვსი მსჯავრდებულის მიმართ, რომელთაც არეულობის მოწყობა სცადეს და ექვსივე შესაბამისად იქნება დასჯილი. იმ ფაქტებზე, რაც გუშინ ქსანში მოხდა, როცა ჯარისკაცს შეურაცხყოფა მიაყენეს, ციხის დაწესებულებაში შეჭრის მცდელობა იყო მოკვლევა დაწყებულია და ყველა ადამიანი, რომელიც კანონის დარღვევას ეცდება პასუხს აგებს", -განაცხადა სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა პატიმარი, რომელიც კანონს დაარღვევს შესაბამისად დაისჯება.
,,დღეიდან ნებისმიერი პატიმრის მიმართ, რომელიც არ დაემორჩილება კანონს მკაცრი ზომები იქნება გატარებული", -განაცხადა სოზარ სუბარმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა ადამიანი, რომელიც ციხის გარე პერიმეტრზე დაარღვევს კანონით გათვალისწინებულ ნომებს დაისჯება. Aამასთან სასჯელაღსრულების მინისტრმა განმარტა, რომ ციხიდან 20 მეტრის რადიუსში აქციის გამართვა დაუშვებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის დამრღვევის მიმართ შსს მხრიდან ადმინისტრაციული ნორმები იქნება გატარებული.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის #16 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრების მსგავსად, ქსნის #15 სასჯელაღსრულების პატიმრები ციხის დირექტორისა და ექვსი თანამშრომლის გადაყენებას ითხოვენ.