"ციხეში ადამიანური რეჟიმის დამყარებას პატიმრებმა თავისი უფლებების შელახვად მიიჩნევენ", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ადვოკატმა გელა ნიკოლეიშვილმა ქსნის ციხესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მას თავადაც დაუკავშირდა პატიმარი.
"ბოლო პერიოდში ციხის დაწესებულებიდან პატიმრები სისტემატურად რეკავენ, რომლებიც ავრცელებენ ინფომაციას სპეცრაზმის შეყვანის შესახებ. შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სულ სხვა ვითარებაა და სპეცრაზმი არავის შეყავს", _განაცხადა ნიკოლეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ციხეში ადამიანური რეჟიმის დამყარება პატიმრებმა თავისი უფლებების შელახვად მიიჩნიეს.
,
,მაშ შემდეგ, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანური მოპყრობის რეჟიმი გაუქმდა ციხეში უკონტროლო სიტუაცია შეიქმნა, როცა ადმინისტრაცია მართავს ვეღარ ახერხებდა. Aახალმა ხელისუფლებამ კი ციხეში გარკვეული რეჟიმის შექმნა მოინდომა. Eეს ბუნებრივია, რადგან ციხე რეჟიმის გარეშე არ არსებობს. თუმცა ციხის რეჟიმი უნდა იყოს თანამედროვე, ადამიანურ სტანდარტებზე დაფუძნებული", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკოლეიშვილმა, რომელმაც აღნიშნა, შესაძლოა, ინფორმაცია ციხეში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ ე.წ. ციხის მაყურებლების მხრიდან იყოს ორგანიზებული.
"არსებობს ვარაუდი, წინა ხელისუფლების რეჟიმის შეცვლის შემდეგ მაყურებლებმა, რომლებმაც ციხის მართვა გადაწყვიტეს შექმნეს იმის ინსცენირება, რომ თითქოს, ზედმეტად ჩაგრავენ, ემუქრებიან პატიმრებს", _განაცხადა ნიკოლეიშვილმა და აღნიშნა, რომ ქსნის ციხესთან დაკავშირებული ფაქტი კომპეტენტურ ადამიანებთან გადაამოწმა.
"ქსნის ციხეში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებით ინფორმაცია გადავამოწმე იმ ადამიანებთან ვისაც ციხეში შესვლის უფლება აქვთ. მათ ქსნის ციხესთან დაკავშირებით მითხრეს იგივე, რაც სხვა დაწესებულებებთან დაკავშირებით ხდება, თითქოს, სპეცრაზმი შედის', -განცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდება ინფორმაცია ქსნის ციხეში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ.