დღეს ყატარის დედაქალაქ დოჰაში სირიის ოპოზიციური დაჯგუფებების შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე გენხილული იქნება ერთიანი ფრონტის შექმნის საკითხი. ამ შეხვედრის საფუძველზე, შესაძლოა, შეიცვალოს ოპოზიციის საკოორდინაციო ორგანო - სირიის ნაციონალური საბჭო.
საბჭოს ხშირად აკრიტიკებენ ერთიანი იდეოლოგიის არქონისა და ოპოზიციის დაჯგუფებებთან მჭიდრო კავშირის არქონის გამო.
ამჟამად სირიაში კვლავ რთული ვითარებაა შექმნილი. ოპოზიცია ალეპოსთან განლაგებული სამხედრო ავიაბაზის ხელში ჩაგდებისთვის იბრძვის. პარალელურად ასადის ჯარებმა შეძლეს მათი რამდენიმე შეტევის მოგერიება. ოპოზიცია აცხადებს, რომ ასადმა ბოლო დროს ხშირად გამოიყენა ავიაცია სხვადასხვა დასახლებული პუნქტების დასაბომბად.
ავიაბაზის ხელში ჩაგდების შემთხვევაში ოპოზიცია მნიშველოვნად დაასუსტებს ასადის ძალებს.
შეგახსენებთ, რომ სირიაში სამხედრო დაპირისპირება გასული წლის მარტში დაიწყო და ამ დრომდე გაეროს მონაცმებით დაღუპულია 20 ათასამდე ადამიანი.