თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს,ისანი-სამგორის რაიონულის სამმართველოს და მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ლაშა ტარიელის ძე მიბჩუანი დააკავეს.
ნიბჩუანს ბრალი ყოფილი მეუღლის ჟუჟუნა ინაშვილის მკვლელობაში ედება. გარდაცვლილი ინაშვილის გვამი სამართალდამცავებმა გუშინ მოსკოვის გამზირზე, 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.
გარდაცვლილს თავის არეში ბლაგვი საგნით ჰქონდა დაზიანებები მიყენებული. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით არის აღძრული.