მინდა წარმატება ვუსურვო ახალ ხელისუფლებას საქმეების ხელახალ გამოძიებაში, ან გამოძიებული საქმეების გამომზეურებაში, ეს ყველა ხელისუფალის, ყველა პოლიტიკოსის ვალია და ამ შემთხვევაში აქ ვერაფერს ექსტრაორდინალურს ვერ ვხედავ, - აცხადებს გაზეთ "24 საათისთვის" მიცეულ ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი.
მისი შეფასებით, რაც უფრო წარუმატებელი იქნება ეს ხელისუფლება საკუთარი ვალდებულებების შესრულებისას, მით უფრო აგრესიულად გააგრძელებს სხვადასხვა სპექტაკლების და შოუების დადგმას, რათა თავისი უმოქმედობა გაამართლოს.
"მინდა წარმატება ვუსურვო ახალ ხელისუფლებას საქმეების ხელახალ გამოძიებაში, ან გამოძიებული საქმეების გამომზეურებაში, ეს ყველა ხელისუფალის, ყველა პოლიტიკოსის ვალია და ამ შემთხვევაში აქ ვერაფერს ექსტრაორდინალურს ვერ ვხედავ. ვთვლი, რომ მათ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ ეკონომიკაზე, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმ გამოძიებებზე, რომელიც საქართველოში ჩატარდა. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, გამოამზეურონ. დარწმუნებული ვარ, რომ იმის გარდა, რაც აქამდეც იყო ამ გამოძიებებში, ახალს ვერაფერს იპოვიან და თუ იპოვიან, ესეც საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის", - აცხადებს მერაბიშვილი.